„ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N591 დადგენილების შესაბამისად, 2023 წლის 24 თებერვლის №147/12 განაცხადით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, №16 გგ/გდგ-ის არეალის განაშენიანების გეგმის კორექტირებული პროექტის განხილვა/დამტკიცება.
მოქმედი განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2022 წლის 26 ივლისის N1-1/11 ბრძანებით „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე №16 არეალის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ“.
საპროექტო ტექრიტორია მდებარეობს ბაკურიანში და წარმოადგენს ბაკურიანის გენერალური გეგმის მიხედვით განსაზღვრულ, №16 განაშენიანების გეგმის ტერიტორიას.
საპროექტო მიწის ნაკვეთები განაწილებულია შემდეგი პრინციპით: საავტომობილო გზების და ცენტრალური რეკრეაციისათვის გამოყოფილი ტერიტორიების გამოკლებით, თითოეული მიწის მესაკუთრის ფართობი შემცირდა 12.7% ით.
ტერიტორიაზე ვრცელდება შემდეგი ფუნქციური ზონები: საკურორტო ზონა 1 (შზ-6), ლანდშაფტური ტერიტორია (ლტ), გზების ტერიტორია.
განაშენიანების გეგმის ცვლილების აღწერა
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70