გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.11.052; 74.06.11.472; 74.06.11.756; 74.06.11.442; 74.06.11.133; 74.06.11.450) მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისათვის წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმა

 


გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მოქალაქე თეიმურაზ ჯაფარიძის განცხადების საფუძველზე სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2022 წლის 24 ოქტომბრის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.11.052; 74.06.11.472; 74.06.11.756; 74.06.11.442; 74.06.11.133; 74.06.11.450) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების და დავალების გაცემის თაობაზე„ № 1-1/30 ბრძანების შესაბამისად დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის შეთანხმების პროცესი. 

დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: № 74.06.11.052; 74.06.11.472; 74.06.11.756; 74.06.11.442; 74.06.11.133; 74.06.11.450) განთავსებულია გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებით დამტკიცებული დანართების შესაბამისად, ხვდება ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიზე, სასოფლოსამოსახლო ზონის (შზ-1)-ად განვითარებისათვის დასაშვებ არეალში.

საპროექტო ნაკვეთები განთავსებულია კობი-გუდაურის მაგისტრალის სიახლოვეს და გააჩნიათ მასთან საგზაო კავშირი, ასევე მიწის ნაკვეთები უზრუნველყოფილია საინჟინრო ინფრასტრუქტურით: წყალგაყვანილობა, გაზგაყვანილობა და ელექტრომომარაგების ხაზები უშუალოდ ნაკვეთების სიახლოვესაა. ნაკვეთების ცენტრალურ საკანალიზაციო არხზე დაერთებამდე პროექტით იგეგმება მათთვის ინდივიდუალური ლოკალური ჭების განთავსება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ამოცანას წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის განვითარება განაშენიანების გეგმით დადგენილი პირობებით, რაც გულისხმობს მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარებას, სასოფლო-სამოსახლო ზონის (შზ-1) პარამეტრების დაცვით.

 

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.11.052; 74.06.11.472; 74.06.11.756; 74.06.11.442; 74.06.11.133; 74.06.11.450) მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისათვის წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმა