ბაკურიანის N8 ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფცია
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, ამხანაგობა „დიდველი რეკრეაციის“ მიერ წარმოდეგნილ იქნა ბაკურიანის გენერალური გეგმით დადგენილი N8 ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფცია. აღნიშნულის შემუშავების საჭიროება, განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N591 დადგენილებით დამტკიცებული ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმებით.
დაგეგმვის მიზანია, გენერალურ გეგმაში არსებული სათხილამურო ტრასის, საბაგიროს, მისასვლელი გზების და ღია სივრცეების გათვალისწინებით, ჩამოყალიბდეს მოწესრიგებული გეგმარებითი ერთეულები.
მე-8 საპროექტო არეალის განვითარების სამომავლო ხედვა ითვალისწინებს, თავდაპირველად, შეზღუდვების - სათხილამურო ტრასის, საბაგიროს გასხვისების ზონისა და მდინარის დაცვის ზოლების დადგენას, საპროექტო ტერიტორიის ორივე მხარეს. ასევე, არსებული გზის (საბაგიროსკენ მიმავალი) შენარჩუნება-გაუმჯობესებას. შემდეგ ეტაპზე, მოხდება დარჩენილი ტერიტორიის თავიდან დაგეგმარება, ახალი გზების დამატება და რეკრეაციული ზონების გაჩენა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.
მე-8 საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფციის პროექტის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2023 წლის 31 ივლისს, 13:00 საათზე, მისამართზე - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №5.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანის N8 ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2023 წლის 21 აგვისტოსი, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
ბაკურიანის N8 ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფცია
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70