ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა

 

მიმდინარეობს მოქალაქე თეიმურაზ ცერცვაძის განცხადების საფუძველზე სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 14 ივნისის "ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ" N1-1/33 ბრძანების შესაბამისად დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის შეთანხმების პროცესი. 

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში, კერძოდ შეკვეთილში. განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში შედის 26 ნაკვეთი (ს/კ 26.01.42.355 ; ს/კ 26.01.42.435; ს/კ 26.01.45.035; ს/კ 26.01.45.036; ს/კ 26.01.45.218; ს/კ 26.01.45.219; ს/კ26.01.45.222; ს/კ 26.01.45.223; ს/კ26.01.45.236; ს/კ 26.01.45.309; ს/კ 26.01.45.316; ს/კ 26.01.45.333; ს/კ 26.01.45.334; ს/კ 26.01.45.374; 26.01.45.375; ს/კ26.01.45.406; ს/კ26.01.45.441;  ს/კ 26.01.45.470; ს/კ 26.01.45.471; ს/კ  26.01.45.481; ს/კ 26.01.45.685; ს/კ 26.01.45.696; ს/კ 26.01.45.697; ს/კ 26.01.45.734; ს/კ 26.01.45.743;). ნაკვეთები ს/კ  26.01.45.743 და ს/კ 26.01.45.685 მუნიციპალურ საკუთრებაშია). საპროექტო ტერიტორიის ფართობი შეადგენს 20457 კვ.მ-ს. აქედან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური კვადრატულობა შეადგეს 15393 კვ.მ-ს; მუნიციპალიტეტის საკუთრება 915 კვ. მ-ს. დაურეგისტრირებელი ტერიტორია 5064 კვ.მ;

საპროექტო ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმით ფუნქციურ ზონად დადგინდა საკურორტო ზონა 1 (შზ-6)  

საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება: სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, სასტუმროს, სასტუმროს ტიპის კოტეჯების, მრავალფუნქციური შენობების და მასთან დაკავშირებული ფუნქციების განვითარება, კომერციული (ოფისი, კაფე-ბარი, რესტორანი), დახურული და ღია აუზები, სპორტული და საბავშვო მოედნები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, არეალის შუა ნაწილში კი ძირითადად სარეკრეაციო სივრცე: წყლის სარკით, მულტიფუნქციური გამწვანებული სივრცეებით ღია კინოჩვენებებისათვის და სხვა.

პროექტი შეგიძლიათ იხილოთ შემდე ბმულზე: 
https://drive.google.com/drive/folders/1dDkni3dSdEsw08bjgQIcBGDg85LPBCZb?usp=sharing