ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 26.01.45.518 სასტუმრო და სასტუმრო ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

 

მიმდინარეობს მოქალაქე იოსებ გელაშვილის განცხადების საფუძველზე სსიპ სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 20 ივლისის «ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 26.01.45.518 სასტუმრო და სასტუმრო ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე» № 1-1/38 ბრძანების შესაბამისად დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შეთანხმების პროცესი. 

საპროექტო მიწის ნაკვეთი ს/კ 26.01.45.518 განთავსებულია ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე. გენგეგმის თანახმად ტერიტორიის განვიტარება საკურორტო ზონა 2 (შზ-7)-ის შესაბამისად.

საპროექტო ტერიტორიაზე გვხვდება დიდი რაოდენობით მწვანე ნარგავები. აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის მიზანია მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნას ყველა წიწვოვანი ხე და კ-1 კოეფიციენტი მინიმალურად იქნას ათვისებული, რათა ბოლომდე შენარჩუნებულ იქნას ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტური გარემო. 

საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმრო და სასტუმრო ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ორი თორმეტ-სართულიანი ბლოკისგან. მისი არქიტეტურულ-მხატვრული გადაწყვეტა მორგებულია ბუნებრივ გარემოს, შენობების გეგმები ხაზგასმით მრუდ ხაზოვანია, რაც განაპირობებს მათ ჰარმონიულ აღქმას ბუნებრივ გარემოში. ბლოკები ფუნქციურ-გეგმარებითი თვალსაზრისით, გაერთიანებულია მიწისქვეშა პარკინგით, რომლის საშუალებითაც მარტივად ხდება პარკირება და გადაადგილება ბლოკებს შორის. 

კომპლექსის შენობა სრულად შემუშავებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის მისაწვდომი გასასვლელების საშუალებებით, გარემოსდაცვითი ნორმებისა, ენერგოეფექტურობის და მოქმედი სახანძრო, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.