გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ№74.06.15.267, 74.06.15.366, 74.06.11.346, 74.06.15.399, 74.06.11.724, 74.06.15.064, 74.06.15.090) ინდივიდუალური განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის წარმოდგენილი კონცეფციის პროექტი

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მოქალაქე საბა მამრიკიშვილის განცხადების საფუძველზე სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 მარტის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.15.267, 74.06.15.366, 74.06.11.346, 74.06.15.399, 74.06.11.724, 74.06.15.064, 74.06.15.090) ინდივიდუალური განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების და დავალების გაცემის თაობაზე„ № 1-1/15 ბრძანების შესაბამისად დამუშავებული კონცეფციის პროექტის შეთანხმების პროცესი. 

დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.15.267, 74.06.15.366, 74.06.11.346, 74.06.15.399, 74.06.11.724, 74.06.15.064, 74.06.15.090) განთავსებულია გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებით დამტკიცებული დანართების შესაბამისად, ხვდება ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიზე, სასოფლოსამოსახლო ზონის (შზ-1)-ად განვითარებისათვის დასაშვებ არეალში.

დაგეგმვის ამოცანას წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის განვითარებას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით, სასოფლო-სამოსახლო ზონის (შზ-1)-ში დადგენილი პარამეტრების დაცვით.