ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №28.24.26.038, №28.24.26.040, №28.24.26.042, №28.24.26.190, №28.24.26.191, №28.24.21.200, №28.24.26.159, №28.24.26.041, №28.24.26.039, №28.24.21.597) რავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

 


წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის პროექტით დაგეგმილია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №28.24.26.038, №28.24.26.040, №28.24.26.042, №28.24.26.190, №28.24.26.191, №28.24.21.200, №28.24.26.159, №28.24.26.041, №28.24.26.039, №28.24.21.597) მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

პროექტირების მიზანია ბახმაროში შეიქმნას მაღალი დონის ტურისტულ-სპორტული და სარეკრეაციო კომპლექსი, რომელიც უნიკალური უნდა იყოს როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბში. კომპლექსი, თავისი მასშტაბით და არქიტექტურით ორგანულად უნდა ჩაეწეროს მიმდებარე უნიკალურ ლანდშაფტში და არსებულ განაშენიანებაში. კომპლექსი ითვალსწინებს ბახმაროს, როგორც 12-თვიანი კურორტის ფუნქციონირებას.  

პროექტის ამოცანაა, არსებული ტერიტორიის რაციონალურად დაგეგმარება, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება ბახმაროს კონტექსტში, საპროექტო გადაწყვეტების შესაბამისად. პროექტი მაქსიმალურად უნდა ითვალსიწინებდეს თანამედროვე მთის კურორტების განვითარების საუკეთესო პრაქტიკასა და მიდგომებს. მათ შორის ეკოლოგიური და მდგრადი განვითარების საკითხებს, ადგილობრივი მასალებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. 

კომპლექსის დიზაინი ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეებიდან ბუნების ხედების და ლანდშაფტის მაქსიმალურ გახსნას.

სასტუმროს შენობები გათვლილია 181 ნომერზე. დაბა ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის მიხედვით, 10%, დაახლოებით 35 საწოლი ერთეული, განკუთვნილი იქნება მუშაკებისათვის. წარმოდგენილი ხედვით ასევე გათვალისწინებულია სპორტული მოედნების, პარკის და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა 149 ავტომობილზე.

მიმდინარეობს კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის შეთანხმება.

 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია