ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №28.24.26.038, №28.24.26.040, №28.24.26.042, №28.24.26.190, №28.24.26.191, №28.24.21.200, №28.24.26.159, №28.24.26.041, №28.24.26.039, №28.24.21.597)  მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა


წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტით დაგეგმილია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №28.24.26.038, №28.24.26.040, №28.24.26.042, №28.24.26.190, №28.24.26.191, №28.24.21.200, №28.24.26.159, №28.24.26.041, №28.24.26.039, №28.24.21.597) მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

პროექტირების მიზანია ბახმაროში შეიქმნას მაღალი დონის ტურისტულ-სპორტული და სარეკრეაციო კომპლექსი, რომელიც უნიკალური უნდა იყოს როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბში. კომპლექსი, თავისი მასშტაბით და არქიტექტურით ორგანულად უნდა ჩაეწეროს მიმდებარე უნიკალურ ლანდშაფტში და არსებულ განაშენიანებაში. კომპლექსი  ითვალსწინებს ბახმაროს, როგორც 12-თვიანი კურორტის ფუნქციონირებას.  

პროექტის ამოცანაა, არსებული ტერიტორიის რაციონალურად დაგეგმარება, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება ბახმაროს კონტექსტში, საპროექტო გადაწყვეტების შესაბამისად. პროექტი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს თანამედროვე მთის კურორტების განვითარების საუკეთესო პრაქტიკასა და მიდგომებს. მათ შორის ეკოლოგიური და მდგრადი განვითარების საკითხებს, ადგილობრივი მასალებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. 

გდგ-ს მიხედვით დაცულია დადგენილი ლანდშაფტური ტერიტორიის საზღვრები და აღნიშნული ტერიტორიებისთვის   გამიჯნულია ცალკე მიწის ნაკვეთები.

პროექტი შემუშავებულია 2023 წლის 19 ივლისის N1-1/37 ინიცირების ბრძანების საფუძველზე გაცემული დავალებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. სასტუმროს შენობები განთავსებულია გენერალური გეგმით განსაზღვრულ სამშენებლოდ გამოყოფილი ტერიტორიის საზღვრებში. დაგეგმილი სასტუმროს განთავსების არეალი არ მოდის შეუსაბამობაში დადგენილ ფუქნციურ ზონებთან და არ ცდება საპროექტო შზ-7 ზონის არეალს, იგი გათვლილია 181 ნომერზე. დაბა ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის მიხედვით, 10%, დაახლოებით 35 საწოლი ერთეული, განკუთვნილი იქნება  მუშაკებისათვის, იმავე ან სხვა მიწის ნაკვეთზე.
 

მშენებლობის ეტაპები და ვადები.

საპროექტო ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია სამ ეტაპად. 

პირველ ეტაპი - სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა. 

მეორე ეტაპი - მიწისქვეშა ავტოსადგომები, სპორტული მოედნები  და საინჟნრო ინფრასტრუქტურა. 

მესამე ეტაპი - მისასვლელი გზები, სარეკრეაციო სივრცეები და  ტერიტორიის კეთილმოწყობა
.

ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მშენებლობის ხანგრძლივობა გათვლილია დაახლოებით 2 წლის ვადით და დასრულება დაგეგმილია 2025 წლის დეკემბრამდე. 

მიმდინარეობს კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შეთანხმება.

პროექტი იხილეთ ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/11BLDC6M6bEEdGyYjutCa7TAZBTcQ1pWA/view?usp=sharing