ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (28894კვ.მ) მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირების პროექტი
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მოქალაქე ალექსანდრე ნამორაძის განცხადების საფუძველზე სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 26 ოქტომბრის "ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე (28894 კვ. მ) არეალზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშნიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების და დავალების გაცემის თაობაზე" № 1-1/53 ბრძანების შესაბამისად დამუშავებული კონცეფციის პროექტის შეთანხმების პროცესი.
დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (28894კვ.მ) განთავსებულია ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და "ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის № 590 დადგენილებით დამტკიცებული დანართების შესაბამისად, ხვდება საკურორტო ზონა 2 (შზ-7)-ის საპროექტო არეალში.
დაგეგმვის ამოცანას წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის განვითარება მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსით, საკურორტო ზონა 2 (შზ-7)-ში დადგენილი პარამეტრების დაცვით.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70