ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისჯვარის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №64.29.03.758; ს.კ:64.29.03.759) საკურორტო-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი
წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი დამუშავდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისჯვარის მიმდებარედ არსებულ ორ საკადასტრო ერთეულზე (ს/კ: №64.29.03.758; ს.კ:64.29.03.759), საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 ივლისის №266 დადგენილებით დამტკიცებულ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე.
ამჟამინდელი ამორტიზებული ფერმის ნაგებობების დემონტაჟისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე იგეგმება საკურორტო-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობა.
კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი წარმოდგენილია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2023 წლის 20 ნოემბრის № 1-1/60 ბრძანების ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისჯვარის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები : №64.29.03.730, 64.29.03.010) საკურორტო-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70