განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, ჯამური დადგმული სიმძლავრით 800 მგვტ., შემდეგ კატეგორიებზე:

  • ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - ჯამში 300 მგვტ.;  

საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური - 1 საათიდან 4 საათამდე რეგულირება - 50 მგვტ.
დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური - 4 საათიდან 8 საათამდე რეგულირება - 100 მგვტ.
დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური  - 8 საათი და მეტი რეგულირება - 150 მგვტ.

  • ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.;
  • ქარის ელექტროსადგურები  - 125 მგვტ.;
  • მზის ელექტროსადგურები  - 125 მგვტ.;
  • ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით)  - 70 მგვტ.;
  • მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით)  - 70 მგვტ.;
  • სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები  - 10 მგვტ.

სიმძლავრის აუქციონი მიმდინარეობს მისი გამოცხადებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში (2023 წლის 30 დეკემბრის 00:00 საათიდან - 2024 წლის 12 თებერვლის 18:00 საათამდე პერიოდი). დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან, უზრუნველყონ სიმძლავრის აუქციონის კომისიისათვის „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის  სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილებისა და აუქციონის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა აუქციონის გამოცხადების მე-40 დღიდან 45-ე დღის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირმა სიმძლავრის აუქციონის კომისიას უნდა წარუდგინოს სიმძლავრის აუქციონის განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასა და განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო N1;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სიმძლავრის აუქციონის კომისიის მდივანს - მარიამი მძევაშვილი;  mmdzevashvili@moesd.gov.ge; (032) 2 35 78 32;