ხადას ხეობის განაშენიანების გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საჯარო განხილვა


მიმდინარეობს ხადას ხეობის განაშენიანების გეგმის პროექტისა და საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს შესაბამისად სტრატეგიული გარემოსდაცითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 13 მაისს 13:00 საათზე, მის: დუშეთის მუნიციპალიტეტი, ქალაქი დუშეთი, მერიის ადმინისტრაციულ შენობა, მის: რუსთაველის ქ. N27. 
განხილვა იქნება ღია, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

აღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან: 
https://drive.google.com/drive/u/1/folders/1knhfV69FptLomq9UpLOB_CWVq7ZvckQU 

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება ხადას ხეობის განაშენიანების გეგმის პროექტისა და "სგშ"-ის ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge .