მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის, ახატანისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

 

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში სსიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს მიერ წარმოდეგნილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის, ახატანისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია. 

დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს შორის 2023 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N132-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000060) საფუძველზე. 

დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება. 

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე - 5 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კონცეფცია/ პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

კონცეფციის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2024 წლის 07 ივნისს, 12:00 საათზე, მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი - ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №9.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის, ახატანისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით. 

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან  15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;   ასევე, მცხეთისა და დუშეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: 
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია -  ქ. მცხეთა. ანტიოქიის ქ. N7
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია  -  ქ. დუშეთი, რუსთაველის ქ. N27