გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის 
საჯარო განხილვა


სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შპს "არტსტუდიო-პროექტი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია.

დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს "არტსტუდიო-პროექტს“ შორის 2023 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N153-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000067) საფუძველზე.

დაგეგმვის მიზანია, დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კონცეფცია/ პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

კონცეფციის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2024 წლის 12 ივნისს, 13:00 საათზე, მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, ქვემო ბოშური, სასტუმრო „სოლო გრანდი“.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე:
გორის მუნიციპალიტეტის მერია - ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის №5.

 

იხ. დოკუმენტაცია: