მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - საქართველოს სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმის მომზადება
 

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი SUDA/LCIP/QCBS-03
 

საქართველომ მიიღო აზიის განვითარების ბანკის (The Asian Development Bank) დაფინანსება პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ (LCIP-PRF) განსახორციელებლად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებს საქართველოს სანაპირო ზონის სივრცითი განვითარების გეგმის მომზადებაზე ინტერესთა გამოსახატად. 

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა: 12 თვე

გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით - „Procurement Regulations for ADB Borrowers“, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით (QCBS) გამოვლინდება. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 

https://www.adb.org/documents/procurement-regulations-adb-borrowers;
 

ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის მეშვეობით (ADB Consultant Management System) შემდეგ ბმულზე: 

https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=198618
 

ინტერესთა გამოხატვის დასრულების თარიღი: 22 მაისი 2024
 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ტექნიკური დავალება (ინგლისურ ენაზე):