დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების (ბაზალეთი, პირმისაანი, ვარსიმაანი, უნდილაანთკარი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩანადირთკარი, ნაგლიანთკარი, ყარსიმაანთკარი, საშაბურო, ლაზვიანი, ბაგა, მლაშე, საკრამულო) და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის
საჯარო განხილვა
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შპს „თავისუფალი ექსპერტების“ მიერ წარმოდეგნილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების (ბაზალეთი, პირმისაანი, ვარსიმაანი, უნდილაანთკარი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩანადირთკარი, ნაგლიანთკარი, ყარსიმაანთკარი, საშაბურო, ლაზვიანი, ბაგა, მლაშე, საკრამულო) და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია.
დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „თავისუფალი ექსპერტებს“ შორის 2023 წლის 03 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N147-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000071) საფუძველზე.
დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გეგმის კონცეფცია ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.
კონცეფციის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2024 წლის 27 ივნისს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, სააქტო დარბაზი, მისამართი - ქ. დუშეთი, რუსთაველის ქუჩა №9.
საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების (ბაზალეთი, პირმისაანი, ვარსიმაანი, უნდილაანთკარი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩანადირთკარი, ნაგლიანთკარი, ყარსიმაანთკარი, საშაბურო, ლაზვიანი, ბაგა, მლაშე, საკრამულო) და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია, ელექტრონული და მატერიალური სახით.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქ. N27
იხ. დოკუმენტაცია:
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70