გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების გეგმის, ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შპს „სტუდია 21“-ის მიერ წარმოდეგნილ იქნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების და ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმები და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში, აღნიშნული დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „სტუდია 21“-ს შორის 2022 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N021-2022 ხელშეკრულების საფუძველზე (CNT220000030).
დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე-4 და მე- 5 პუნქტების შესაბამისად აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.
პროექტის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2024 წლის 04 ივლისს, 12:00 საათზე, მისამართი: ქ. გურჯაანის ტექნოპარკი, მერაბ კოსტავას ქუჩა №63.
საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების, ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმები და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში, ელექტრონული და მატერიალური სახით.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: ნონეშვილის გამზირი N13
დოკუმენტაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70