მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე
რაჭისა და სვანეთის სივრცითი და განაშენიანების გეგმები
პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი SUDA/LCIP/QCBS-04
საქართველომ მიიღო აზიის განვითარების ბანკის (The Asian Development Bank) დაფინანსება პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ (LCIP-PRF) განსახორციელებლად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებს რაჭისა და სვანეთის სივრცითი და განაშენიანების გეგმებების მომზადებისთვის ინტერესთა გამოსახატად.
დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 თვე
გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით - „Procurement Regulations for ADB Borrowers“, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით (QCBS) გამოვლინდება.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.adb.org/documents/procurement-regulations-adb-borrowers;
ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის მეშვეობით (ADB Consultant Management System) შემდეგ ბმულზე:
https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=199671
ინტერესთა გამოხატვის დასრულების თარიღი: 18 ივნისი 2024
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ტექნიკური დავალება (ინგლისურ ენაზე):
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70