ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე (47468 კვ.მ.) არეალზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე (47468 კვ.მ.) არეალზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისათვის კონცეფციის შეთანხმების პროცედურები.
დაგეგმვის საფუძველია სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის 2024 წლის 22 მარტის № 1-1/13 ბრძანება „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 47 468 კვ.მ. არეალზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების და დავალების გაცემის თაობაზე“ დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (47 468 კვ.მ) განთავსებულია ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №590 დადგენილებით დამტკიცებული დანართების შესაბამისად, მასზე ვრცელდება შემდეგი ფუნქციური ზონები: საკურორტო ზონა 2 (შზ-7), სპეციალური ზონა (სპზ-2), ლანდშაფტური ტერიტორიასა და სანიტარული დაცვის ზონაში.
დაგეგმვის ამოცანას წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის განვითარება მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსით, გენგეგმით დადგენილი პირობებისა და შეზღუდვების დაცვით კერძოდ იგეგმება საპროექტო არეალზე ტურისტული კომპლექსის მოწყობა მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. ტერიტორიაზე მოეწყობა შიდა გზათა ქსელი. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში განთავსდება მრავალბინიანი სასტუმროს ტიპის შენობა, რომელიც მოიცავს 398 სასტუმროს ტიპის ნომერს, კვებისა და გართობისთვის განკუთვნილ მომსახურების ობიექტებს, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტებს და ავტოსადგომებს დაახლოებით 199 მანქანაზე (კანონმდებლობის დაცვით). ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი დაეთმობა ინდივიდუალურ დასასვენებელ სახლებს და გაიმიჯნება შესაბამის მიწის ნაკვეთებად. ტერიტორიის უკუდურეს დასავლეთით მოეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის საძირკვლის არმქონე სეზონური მსუბუქი კონსტრუქციები, როგორიცაა საჩრდილობლები და ასაწყობი კონსტრუქციის საცურაო აუზი.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70