თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის, ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციის

საჯარო განხილვა

 

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის, ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია.

დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის 2023 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N155-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000078) საფუძველზე.

დაგეგმვის მიზანია, დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -17 მუხლის მე - 5 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კონცეფცია/პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

კონცეფციის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2024 წლის 2 აგვისტოს 15:00 საათზე, მისამართი: თიანეთის მუნიციპალიტეტი, დ. თიანეთი, რუსთაველის #1, ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის, ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;

ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე:
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია - დ. თიანეთი, რუსთაველის #67.

 

დოკუმენტაცია ატვირთულია შემდეგ ბმულზე: 

https://drive.google.com/drive/folders/1RDk0Be3kjcBG40s17RBppFtz7ATiUpK_?usp=sharing