ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.12.340) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის პროექტით დაგეგმილია ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე შპს "ჯესკო-ინვესტი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწების (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.12.340) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსის მშენებლობა. გდგ-ს საპროექტო არელის (გეგმარებითი ერთეულის) საერთო ფართობი შეადგენს 6066 კვ.მ-ს.
დაინტერესებაში არსებული ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №64.30.12.340) მდებარეობს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და "ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება) დამტკიცებული დანართების შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება შემდეგი ფუნქციური ზონები: საკურორტო ზონა 1 (შზ-6) და სპეციალური ზონა (სპზ-2). საპროექტო ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია გენგეგმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
პრიექტით განსაზღვრულია 13 ერთეული 2 სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და მისთვის საჭირო რეკრეაციული ზონის მოწყობით. მონაკვეთზე სადაც ვრცელდება სპეციალური ზონა დაგეგმილია სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.
განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია მომზადდა შპს „პროექტი 17“-ის საპროექტო ჯგუფის მიერ დამკვეთის (შპს "ჯესკო-ინვესტის“) დირექტორის ვახტანგ კომახიძის საპროექტო დავალების, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის საფუძველზე.
მიმდინარეობს კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის განხილვა/შეთანხმება.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70