თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება არეგულირებს ვაჭრობაში დაცვითი, ანტიდემპინგური და სუბსიდიების საწინააღმდეგო ზომების გამოყენების პირობებს. ვაჭრობაში დაცვითი ზომების გამოყენების შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) შესაბამისი ხელშეკრულებებით.
მოცემული შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დემპინგური იმპორტის, გადაჭარბებული იმპორტისა და სუბსიდირებული იმპორტის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ ვმო-ს შეთანხმებებით გათვალისწინებული პროცედურებით გამოიყენონ ვაჭრობაში დაცვითი ზომები.
შეთანხმება, ასევე განსაზღვრავს ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
ამასთან, DCFTA-ის დავების მოგვარების ნაწილი არ ვრცელდება ამ შეთანხმებას დებულებებზე.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70