მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე 

ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების მომზადება

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი SUDA/LCIP/QCBS-07


საქართველომ მიიღო აზიის განვითარების ბანკის (The Asian Development Bank) დაფინანსება პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ (LCIP-PRF) განსახორციელებლად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებს ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების მომზადებისთვის ინტერესთა გამოსახატად. 

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა: 8 თვე

გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით - „Procurement Regulations for ADB Borrowers“, ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდით (QCBS) გამოვლინდება. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
ttps://www.adb.org/documents/procurement-regulations-adb-borrowers

ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია აზიის განვითარების ბანკის საკონსულტაციო მართვის სისტემის მეშვეობით (ADB Consultant Management System) შემდეგ ბმულზე: 
https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=204048  

ინტერესთა გამოხატვის დასრულების თარიღი: 11 ნოემბერი 2024


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ტექნიკური დავალება (ინგლისურ ენაზე):