განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები

2015 წლის 18 მარტს გაიმართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ქვეკომიტეტის პირველი სხდომა, სადაც განხილულ იქნა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი დაახლოების პირველადი შედეგები.

სხდომის ფარგლებში მიღებულ იქნა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ახალი დოკუმენტი - "საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო ფორმატი ევროკავშირსა და საქართველოს შორის“. აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მზადყოფნას, უფრო გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო ფორმატი ითვალისწინებს თანამშრომლობას სამი ძირითადი მიმართულებით: უსაფრთხო და მოქნილი სავაჭრო დერეფანი, რისკების მართვა, ინვესტირება საბაჟოს მოდერნიზებაში.