- მთავარი
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმებას მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება იმგვარად, რომ მოხდეს მდგრადი განვითარების ძირითადი ამოცანების განხორციელება. დაცული უნდა იქნას შრომის ძირითადი პრინციპები და უფლებები, ისეთი, როგორიც არის ღირსეული შრომის პირობების მიღწევა.
შრომით საკითხებთან დაკავშირებული სტანდარტები მოიცავს - დასაქმებისა და ღირსეული შრომის პირობების არსებობას ყველასათვის. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დეკლარაციის შესაბამისად უნდა მოხდეს კანონმდებლობაში ასახვა ძირითადი სტანდარტების. მათ შორის:
- გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების აღიარება;
- იძულებითი ან ძალდატანებითი შრომის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრა;
- ბავშვთა შრომის შეზღუდვა;
- ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრა დასაქმებასა და შრომასთან მიმართებაში.
მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპებიდან (ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება და გარემოს დაცვა) გამომდინარე, ვაჭრობის წახალისება ან ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვა არ უნდა მოხდეს ადგილობრივი შრომითი ან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესუსტების ხარჯზე.
ვალდებულებები
- ფუნდამენტური, პრიორიტეტული და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სხვა კონვენციების კანონმდებლობაში და პრაქტიკაში განხორციელება. მხედველობაში იქნას მიღებული დარჩენილი პრიორიტეტული და სხვა კონვენციების რატიფიკაციის საკითხი და რეგულარულად გაიცვალოს ინფორმაცია ამ მხრივ არსებული მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.
- კანონმდებლობაში და პრაქტიკაში განხორციელდეს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები. რეგულარულად გაიცვალოს ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და მიღწევების თაობაზე. მიღწეულ იქნას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და კიოტოს პროტოკოლის ძირითადი მიზნები.
- ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მისი მდგრადი გამოყენება „ბიომრავალფეროვნების კონვენციისა“ და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების შესაბამისად.
- ტყის კონსერვაცია და მისი მდგრადი გამოყენება, ასევე თევზის მარაგის მდგრადი და გონივრული მართვა.
- ნებისმიერი ღონისძიება, რომლის მიზანია გარემოსა და შრომითი პირობების დაცვა უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ (საჯარო განხილვებისა და არასამთავრობო სექტორთან შესაბამისი და დროული კომუნიკაციისა და კონსულტაციების მეშვეობით).
- ინსტიტუციური მოწყობა - შეიქმნას ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი (ქვეკომიტეტი ანარიშვალდებულია ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტთან), რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების შეთანხმებას შესაბამისად გათვალისწინებული ურთიერთანამშრომლობის საკითხებს.
- წელიწადში ერთხელ მოწვეულ უნდა იქნას ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმი - სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფებისა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით.
- ვაჭრობის და მდგრადი განვითარების თავთან წამოჭრილ ნებისმიერი საკითხზე მხარეებმა უნდა გამართონ სამთავრობო კონსულტაციები.
- სამთავრობო კონსულტაციების პროცესში წამოჭრილ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა მოწვეულ იქნას ექსპერტთა პანელი სადაო საკითხების მოგვარების მიზნით.
სარგებელი
ევროპული და საერთაშორისო პრინციპების დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას.