განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები
შრომითი ურთიერთობები
2012 წლის დეკემბრიდან საქართველოს მთავრობამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადგილობრივი ექსპერტების, პროფესიული კავშირების, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის ჩართულობით აქტიურად დაიწყო მუშაობა შრომის კანონმდებლობის სისტემური და კონცეპტუალური რეფორმის კუთხით. იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა არსებული კანონმდებლობის ანალიზი, სამართლებრივი კვლევების მომზადება მნიშვნელოვან საკითხებზე, განვითარებული სახელმწიფოების კანონმდებლობის და პრაქტიკის დეტალური გაცნობა და შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტის მომზადება. საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმწიფოთა გამოცდილების საფუძველზე, ასევე პროფესიული კავშირებისა და ბიზნეს სექტორის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტი.
ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო 2013 წლის 22 იანვარს. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა პირმა, პროფკავშირების, ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.
საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობდა ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობის ხელშეწყობას რეფორმის პროცესში (მოიაზრება როგორც საჯარო, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები). დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ იუსტიციის სამინისტროსთვის მიეწოდებინათ კომენტარები კანონპროექტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კანონპროექტის პირველადი ვერსია განთავსდა საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს - "საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ელექტრონული ფორმით გაეკეთებინა კომენტარი.
ცვლილებების პროექტზე მუშაობა დასრულდა 2013 წლის მარტში წარედგინა მთავრობას დასამტკიცებლად, ხოლო საპარლამენტო განხილვების შედეგად ძალაში შევიდა 2013 წლის 4 ივლისს. ცვლილებებმა ახლებურად დაარეგულირა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა. ცვლილებების შედეგად გაიზარდა დასაქმებულთა უფლებები; მოხდა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინტერესების დაბალანსება; განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, ვადიანი და უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადების წესები; ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებთან დაკავშირებით დაწესდა ახალი რეგულაციები. გარდა ამისა, ცვლილებების საფუძველზე გაიზარდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის როლი.
გარემოს დაცვა
2015 წლის აპრილში ევროკავშირის დახმარებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი (მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული) თავების განხორციელების ე.წ. საგზაო რუკები (Roadmaps), რომელიც უზრუნველყოფს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70