განსახორციელებელი რეფორმები
 

შრომის კანონმდებლობის რეფორმა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოსთვის. ამავე დროს იუსტიციის სამინისტროში მუშაობა დაიწყო შრომის კოდექსის ახალ ცვლილებებზე, რომელიც ეხება ქალთა უფლებების კუთხით კანონმდებლობის დახვეწას. ცვლილებების პირველი ეტაპის მსგავსად კონსულტაციები გაიმართა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და პროფესიულ კავშირებთან. აქტიური შეხვედრები იმართებოდა ასევე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

ცვლილებების საბოლოო პროექტის შემუშავება 2014 წელს იგეგმება. პროექტში ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თანაბარი პირობების ფარგლებში თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა; ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრა; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას თანხმობის სავალდებულოობა; ღამით მუშაობის შეზღუდვა ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის და სხვ.

საქართველოს მთავრობას გრძელვადიან დახმარებას გაუწევს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირის ფინანსური დახმარების (შემუშავდება შესაბამისი პროექტი) ფარგლებში.