თავის მოკლე მიმოხილვა


შეთანხმება არეგულირებს დავების მოგვარების საკითხს. კერძოდ, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მოგვარების მექანიზმით ხდება იმ დავების რეგულირება, რომლებიც უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობის ან ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი დებულებების განმარტებას ან გამოყენებას. აღნიშნული მიზნებისთვის, გათვალისწინებულია დავების მოგვარების სპეციალური მექანიზმი, რომელიც შეთანხმებასი სტრუქტურითა და ეტაპებით ვმო-ს ფარგლებში მოქმედი დავების მოგვარების პროცედურის მსგავსია. 

შეთანხმებით განსაზღვრული დავების მოგვარების პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან: 

  • პირველ ეტაპზე, მხარეებმა უნდა ამოწურონ მოლაპარაკების შესაძლებლობა კონსულტაციების გზით, რომლის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაშიც დავა განსახილველად გადაეცემა სამი წევრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო პანელს.
  • შეთანხმებას მხრივ, არბიტრაჟიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, კერძოდ, საარბიტრაჟო პანელის ფორმირება, პანელის მიერ დავის განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა, პანელის გადაწყვეტილებების აღსრულება. 
  • გარდა ამ ორი სავალდებულო ეტაპისა, დავების მოგვარების შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეების მიერ დავის მედიაციის გზით მოგვარების შესაძლებლობას. ეს პროცედურა დანარჩენი ორისგან განსხვავებით არ წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს დავის გადაწყვეტის პროცესში და მისი გამოყენება სრულიად დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. 

შეთანხმებაში დეტალურად არის გაწერილი არბიტრაჟის კომპეტენცია, მისი ფორმირებისა და ფუნქციონირების წესები. დავების მოგვარების თავს ერთვის სამი დანართი, რომლებიც დეტალურად არეგულირებს არბიტრაჟისა და მედიაციის პროცედურას და ადგენს არბიტრებისა და  მედიატორების ქცევის წესებს.