თავის მოკლე მიმოხილვა


შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების შეფასების მექანიზმებს.

შეთანხმებით ასევე განსაზღვრულია მხარეებს შორის დაახლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
 

ვალდებულება

  • საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ევროკავშირი აფასებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
  • საქართველო იღებს ვალდებულებას გააუქმოს ის ადგილობრივი კანონმდებლობა ან ადმინისტრაციული პრაქტიკა დაახლოებული კანონმდებლობის ნაწილში, რომელიც შეუსაბამობაში მოდის ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
  • საქართველოს იღებს ვალდებულებას მოახდინოს დაახლოებული კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება.
     

სარგებელი
საკანონმდებლო დაახლოების შეფასების საფუძველზე შესაძლებელია ევროკავშირის მიერ ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაცია და საქართველოსთვის დამატებითი სარგებლის მიღება.

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021