საქართველო – ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
2017 წლის 13 მაისს ქ. პეკინში, ხელი მოეწერა „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის“ (იხილეთ ტექსტი). შეთანხმება ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
დანართი I ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სატარიფო განრიგი
დანართი I - საქართველოს სატარიფო განრიგი
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70