ხედვა

2025 წლისთვის საქართველო ცნობილი იქნება, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული ქვეყანა, გამორჩეული თავისი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო დონის მომსახურებითა და სტუმარმასპინძლობის უძველესი ტრადიციით.

ინფრასტრუქტურაში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციების, განათლების უზრუნველყოფის, მარკეტინგისა და მსოფლიოს მასშტაბით მაღალგადახდისუნარიანი ტურისტებისათვის უნიკალური ქართული შთაბეჭდილებების შეთავაზების გზით, საქართველო ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის მოწინავე რიგებში წარმოჩინდება.

ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის გაზრდის შედეგად ტურიზმის წვლილი საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვნად მოიმატებს. მეტი ყურადღება დაეთმობა ვიზიტორთა ხარისხსა და მრავალფეროვნებას, ვიდრე ვიზიტორთა რაოდენობას.

 

გეგმები

„საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“-ში დასახული განვითარების გეგმები შემდეგია:

  • ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა არსებული დონიდან  (1.9 მილიარდი აშშ დოლარი) 6.6 მილიარდ აშშ დოლარამდე;
  • დარგის მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი პირდაპირი წილი უნდა შეადგენდეს 7.9%-ს;
  • ყოველი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის გაზრდა არსებული  328 აშშ დოლარიდან 600 აშშ დოლარამდე;
  • ტურიზმში დასაქმებული პირების რაოდენობის გაზრდა დაახლოებით 90%-ით, არსებული 158,515-დან  301,284-მდე;
  • ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა არსებული 5 დღიდან 7 დღემდე;
  • ტურიზმის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 63%-ით გაზრდა, არსებული 723 მილიონი აშშ დოლარიდან 1,178 მილიონ აშშ დოლარამდე;
  • დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან   ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება;
     

ტურიზმის სტრატეგია

 

მიმაგრებული ფაილები: 

საქართველოს  ტურიზმის სტრატეგია 2025