მოხარული ვარ, რომ საქართველო დღეს ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA), როგორც დონორი სახელმწიფო ქვეყნის სახელით და გვაქვს საშუალება ჩვენი წარმატების მაგალითები და გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის პერიოდში რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები და არაერთი ქარტეხილი, თუმცა ეს პერიოდში წარმატებული იყო ეკონომიკური წინსვლის კუთხით.
„მსოფლიო ბანკის მხრიდან აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო ერთ-ერთი სამაგალითოა მსოფლიოში და ხაზი გაესვა, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ქცეულიყო უღარიბესი ქვეყნიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნად და ქვეყნად, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მიღების ამბიცია.“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობამ გასული სამი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს განვითარების დღის წესრიგს. ასეთი მტკიცე და მდგრადი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეძლო რეფორმების განხორციელება ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და ენერგოუსაფრთხოება.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70