ლევან დავითაშვილი ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანს შეხვდა
09-11-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ევროკომისიაში.

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემებია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. 

„ძალიან ვაფასებ იმას, რასაც საქართველო აკეთებს რეგიონული როლის შესრულების თვალსაზრისით, შუა დერეფნის განვითარებისთვის ძალისხმევის კოორდინაციაში - დერეფნის, რომელიც ესოდენ აუცილებელია ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ასევე განვიხილეთ ინვესტიციები და ერთობლივი პროექტები“ - განაცხადა ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანმა  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ადინა ვალეანის შეხვედრის მნიშვნელოვანი თემა იყო ევროპასა და საქართველოს შორის რეგულაციების შემდგომი ჰარმონიზება და ნაბიჯები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია  მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს, რასაც საქართველო დღეს ახერხებს და პოტენციალი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021