ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციებს ჟაკიპ მარაბაევი გაუწევს - ვიცე-პრემიერს, ლევან დავითაშვილსა და საერთაშორისო ექსპერტს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ჟაკიპ მარაბაევი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში, ამ სფეროში მაღალი რანგის ინვესტორებთან ურთიერთობის წარმართვასა და გეოლოგიური კვლევების განახლების კუთხით მუშაობაში გაუწევს კონსულტაციას.
ჟაკიპ მარაბაევი პროფესიონალი, ძალიან გამოცდილი მენეჯერია, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკაში ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს ხელმძღვანელობდა.
მარაბაევს ყაზახეთისა და ევრაზიის რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ტოპ-მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 40 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებთან როგორც ყაზახეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და აქვს ერთობლივი საწარმოების მართვის პრაქტიკული და დიდი გამოცდილება,
ჟაკიპ მარაბაევი საერთაშორისო პროგრამა TotalEnergies-ის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და აფრიკაში. ამ პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად მონაწილეობდა კომერციულ და ტექნიკურ საკითხებზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე ფრანგული INSEAD ინსტიტუტის მენეჯმენტ-პერსონალის ტრენინგში და წარმატებით დაამთავრა საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტის (IFP) აღმასრულებლების MBA კურსი.
ჟაკიპ მარაბაევი არის ეკონომიკის დოქტორი და ფლობს მაგისტრის ხარისხს სამთო დარგში.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70