ლევან დავითაშვილი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა
09-11-2022

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონს შეხვდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, - ეს იყო ძირითადი თემები, რომლებზეც ლევან დავითაშვილმა და კადრი სიმსონმა ისაუბრეს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი განხილვა ორმხრივ პროექტებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს თავისი კანონმდებლობა და რეგულაციები ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთ დღეს, როდესაც ჩვენი ბაზრები ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული, არსებითი იქნება, რომ ჩვენი კანონმდებლობები ერთი და იმავე ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნებოდეს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე შემდგარია თანამშრომლობა, მაგრამ არის სამომავლო პერსპექტიული პროექტებიც“, - განაცხადა ევროკომისარმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021