ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია.
აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ლიეტუვას შორის ტურიზმის სფეროში სწრაფად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობს რეგულარული ფრენების დაწყება ლიეტუვიდან თბილისის მიმართულებითაც.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია, სადაც რეგულარულად ხორციელდება მარკეტინგული აქტივობები. „ჩვენ გვაქვს ლიეტუვასთან ტურისტული ნაკადების აღდგენის კარგი დინამიკა. ამ ტენდენციის გაგრძელების მიზნით, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც ფრენების სიხშირეები, ასევე გაიხსნას რეისები ახალი მიმართულებებით. ამ მხრივ აქტივობის ზრდა ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70