ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა
07-06-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისს შეხვდა. იგი საქმიანობას ოფიციალურად 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. 

ვიცე-პრემიერმა რონალდ პრაისს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებული თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია და სხვ. ამავე დროს, ხაზი გაესვა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.