"ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს საერთაშორისო ტენდერს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით.
საზედამხედველო მომსახურება მოიცავს ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობას.
ინტერესთა გამოხატვის დეტალური პირობები, ინგლისურ ენაზე განთავსებულია ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1z-kJUboET0FTRBeh0gUrXpe54lLymG7B
დაინტერესებულმა კომპანიებმა ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N7/ზვიად გამსახურდიას სანაპირო N6, ელ-ფოსტა: zsichinava@asp.gov.ge (ზურაბ სიჭინავა, შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი),
ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 სექტემბერი.
შენიშვნა: ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა განსაზღვრული იყო 2024 წლის 30 აგვისტომდე, თუმცა, დაინტერესებული კომპანიების თხოვნის საფუძველზე, მათ მიერ უფრო სრულყოფილი წინადადებების წარმოსადგენად, განაცხადების მიღების ვადამ გადაიწია 2024 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70