„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური გარემო საქართველოში და ძალისხმევას არ ვიშურებთ ძლიერი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნისთვის. STEAM და ICT განათლების გაღრმავება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მზად ვართ, განვიხილოთ პოტენციური პარტნიორობა Huawei-სთან, როგორც გლობალურ ლიდერთან და ფართომასშტაბიანი ინოვაციური პროექტების წარმმართველთან სხვადასხვა ინდუსტრიაში“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პეკინში კომპანია Huawei-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, კომპანია Huawei-ს საქართველოში ყოფნა აძლიერებს მისი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლს, რადგან კომპანია უკვე იცნობს ადგილობრივი ბაზრის დინამიკას და აქვს რეგიონული განვითარების ინტერესი.
„Huawei-ს გამოცდილება მოწინავე მონაცემთა ცენტრების შემუშავებასა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციაში იდეალურად ემთხვევა საქართველოს ხედვას, გახდეს ციფრული ტრანსფორმაციის რეგიონალური ცენტრი. ამასთან, კომპანია Huawei-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური ნიჭის განვითარებას, STEAM და ICT განათლებას, მას იდეალურ პარტნიორად ხდის საქართველოს ICT განათლებისა და ინოვაციური ინიციატივების გაფართოებისთვის. ჩვენი სურვილია, შევისწავლოთ პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები მონაცემთა ცენტრების, საგანმანათლებლო ინიციატივების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდისა და ტექნოლოგიური წინსვლის საერთო მიზნების განხორციელება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კომპანია Huawei ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო მასშტაბის ცნობილი კომპანიაა, რომლის შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 200 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70