2025 წლის იანვარში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის იანვართან შედარებით ექსპორტი 19.3 პროცენტით გაიზარდა და 403.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
45.4%-ით გაიზარდა იმპორტი 2025 წლის იანვარში და 1,602.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ხოლო სავაჭრო ბრუნვა 2.0 მილიარდი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 39.2%-ით მეტია.
„იანვრის თვის ვაჭრობის პირველადი მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია და ვხედავთ რომ სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს აღემატება. გაზრდილია ექსპორტიც, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია - 403 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. თუმცა გაზრდილია იმპორტიც, რომელიც 1,602.5 მლნ. აშშ. დოლარს ითვლის. ჯამში, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მოხმარება გაზრდილია და ეკონომიკური აქტივობა იანვრის თვეში იყო საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქონლის ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 23.5 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70