სარეიტინგო კომპანია „S&P ”-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად დატოვა „BB“ დონეზე სტაბილური პერსპექტივით
09-08-2025

S&P აღნიშნავს, რომ საქართველოს რეიტინგის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მთავრობის ვალის ზომიერი დონე, უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა, ძლიერი საბანკო სისტემა და შედარებით ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო წარმოადგენს.

S&P რელიზში ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რის საფუძველზეც სარეიტინგო სააგენტომ გაზარდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე (აქამდე არსებული პროგნოზი იყო 5.7%). სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინები პოზიტიურია ფისკალურ პარამეტრებთან და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან მიმართებითაც. რელიზში ხაზგასმით აღნიშნულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, გაუმჯობესებული საგარეო შემოდინებებისა და უცხოური ვალუტის რეზერვების, ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საკმაოდ დივერსიფიცირებული ეკონომიკური ზრდის, ძლიერი საბანკო სექტორისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის შესახებ.

სარეიტინგო სააგენტოს რელიზის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მთავრობის ვალის ზომიერი დონე, უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა, ძლიერი საბანკო სისტემა და შედარებით ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო წარმოადგენს. სარეიტინგო სააგენტო ასევე ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კონცესიური დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე (consessional financing).

სააგენტო აღნიშნავს, რომ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - 2025 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. შესაბამისად, პოზიტიური ტენდენციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, S&P-მ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა. სექტორების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა არის დივერსიფიცირებული, რასაც ხელს უწყობს კერძო მოხმარება და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ტურიზმის, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

ამასთან, S&P რელიზში ხაზგასმით აღნიშნავს მაკროეკონომიკური მდგრადობისა და გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ.

სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინები პოზიტიურია ფისკალურ პარამეტრებთან და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან მიმართებითაც, კერძოდ, სააგენტოს შეფასებით, 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-ის დონეზე იქნება, საშუალოვადიან პერიოდში სახელმწიფო ვალი 34%-ზე დასტაბილურდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს 4.1%-მდე შემცირდება (2024 წლის 4.5%-დან). მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება ძირითადად მოხდება სტაბილური წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, განსაკუთრებთ ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სექტორებში. სახელმწიფო ასევე გამოიყენებს შეღავათიან დაფინანსებას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, რათა ხელი შეუწყოს პრიორიტეტული, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

S&P ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო შემოდინებები საგრძნობლად გაუმჯობესდა, ხოლო ეროვნული ბანკი წარმატებით ახერხებს სავალუტო რეზერვების აღდგენას. აღნიშნული პროგრესი მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მდგრადობასა და გარე შოკებთან გამკლავების უნარს.

საქართველოს საბანკო სექტორი რჩება ქვეყნის ეკონომიკის ძლიერ ფაქტორად. სარეიტინგო სააგენტო თვლის, რომ ის არის კარგად კაპიტალიზებული, ხასიათდება მაღალი მომგებიანობით და ლიკვიდობის მაღალი დონით.