საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025-2030 წლების ეროვნული სტრატეგია
დასრულებული პროექტები

საინფორმაციო ხელმისაწვდომობის ცენტრი (IAC) და ინტერნეტ სერვისის ცენტრი უსინათლო და მცირედმხედველთა პირებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგად, კორეული მხარის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, 2016 წლის 13 დეკემბერს, ქ.თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკის ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ინტერნეტ სერვის ცენტრი უსინათლოთათვის (Information Access Center – IAC),  რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის  საჭირო ყველა სხვა ტექნიკით.  

 

სახელმწიფო ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის ქსელის ინტეგრაცია

2015 წელს სახელმწიფო ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედებასთან ერთად დაიწყო მისი ინტეგრაციის სამუშაოები, რომელიც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 დეკემბერის №2639 განკარგულებით ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილი დასახლებული პუნქტების ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფის შესახებ’’ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით განხორციელდა და 2016 წელს ამოქმედდა 110 ციფრული რეტრანსლატორი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მაღალმთიან რეგიონებშია განთავსებული. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად მიმდინარე პერიოდში საერთო ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 97%-ზე მეტს წვდომა აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროგრამებთან.

 

საფოსტო საგადახდო ნიშნების - საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვება 

საფოსტო მარკის გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მინისტრის შესაბამისი ბრძანებით 2016 წელს მიმოქცევაში იქნა გაშვებული 10 თემატიკის 16 საფოსტო მარკა. 

 

ფოსტის სფეროს რეფორმის და განვითარების კომპლექსური გეგმა (IPDP) 2015-2017

მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მისი ექსპერტების მიერ მომზადებული იქნა საქართველოში ფოსტის სფეროს რეფორმის და განვითარების კომპლექსური გეგმა (IPDP) 2015-2017 წლებისთვის.
 

 

უნივერსალური საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების შეფასებისთვის საფოსტო ბაზრის კვლევა

 

ფოსტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა

მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს 26-ე კონგრესზე არჩევნებში საქართველო არჩეული იქნა UPU-ს ადმინისტრაციული საბჭოს CA და საოპერაციო საბჭოს POC წევრ ქვეყნად, ასევე CA (ადმინისტრაციული საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნად;