„საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, საგზაო უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, მომზადდა სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ნულოვანი დანაკარგის ხედვას, უსაფრთხო სისტემის მიდგომას და საერთო პასუხისმგებლობის პრინციპს.
საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია ორიენტირებულია ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიკვდილიანობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი მაჩვენებლების შემცირება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებას.
დღეიდან იწყება საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პირველადი ვერსიების საჯარო განხილვები.
საჯარო განხილვის შემდეგ, მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები გადამუშავდება.
2026 წლის 21 მაისის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოგზავნოს თავისი მოსაზრებები და კომენტარები ელექტრონულ ფოსტაზე: ngvenetadze@moesd.gov.ge
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70