საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში

საქართველოს „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევალება ერთი საჯარო განხილვის ჩატარება. საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრო ჩაატარებს ორ საჯარო განხილვას, აქედან - პირველი სავალდებული საჯარო განხილვა ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში - ქალაქ თბილისში, ხოლო მეორე საჯარო განხილვა ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
 

საჯარო განხილვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წერილზე (15/10219 20.10.2023), რომელიც ეხებოდა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის ანგარიშის წარდგენას, ასევე საჯარო განხილვებზე ვირტუალურად დასწრების ბმულების ცვლილების შესახებ წერილთან დაკავშირებით (15/10383 25.10.2023), დამატებით გაცნობებთ, რომ, საზოგადოებისთვის ეფექტიანი ინფორმირების მიზნით, სამინისტრომ შეცვალა პირველი საჯარო განხილვის თარიღი და ნაცვლად 1-ელი დეკემბრისა, საჯარო განხილვა გაიმართება 11 დეკემბერს. 
 

  • პირველი საჯარო განხილვა გაიმართება ქალაქ თბილისში, თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N 1, მე-3 სართულზე, ოთახი №301, შეხვედრების დარბაზში „ბიჭვინთა“. 

საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე 2023 წლის, 11 დეკემბერს, 11:00 საათზე. საჯარო განხილვაზე მოხდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი ანგარიშის წარდგენის პრეზენტაცია, რის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმი. საჯარო განხილვა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.  

იხ. ბმული:

https://deloitte.zoom.us/j/91920356434?pwd=QzFiNlE0RnJ3Y1dyVWJkL1M2blJQZz09#success 

 

  • მეორე საჯარო განხილვა გაიმართება სრულად ვირტუალურ ფორმატში, 15 დეკემბერს 16:00 საათზე, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, ნებისმიერი ადგილმდებარეობიდან დაესწროს შეხვედრას.
    იხ. ბმული: 

https://deloitte.zoom.us/j/92234395643?pwd=WjJQTis1UDdwcFB0NU85djVtaFJCUT09#success 

 

 

 

განაცხადის მიღება შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი ექსპერტების შესახებ


განაცხადის მიღება შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი ექსპერტების შესახებ 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ექსპერტების მიღებას, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე. მას შემდეგ, რაც ექსპერტები შეირჩევიან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება საჯაროდ ხელმისაწვდომი ექსპერტების სია (შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი ექსპერტების სია). დაინტერესებული პირები კი შეძლებენ სიიდან მათთვის სასურველ ექსპერტს დაუკავშირდნენ, რომლებიც შემდგომში შესაბამისობის დეკლარაციის შევსებას უზრუნველყოფენ. 

მოგეხსენებათ, ევროპარლამენტისა და საბჭოს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ 2010 წლის 19 მაისის 2010/31/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს სავალდებულო ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების შემუშავება და მიღება განსაზღვრულია „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონით. 

2021 წელს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის №354-ე დადგენილება „შენობების, შენობების ნაწილების და შენობების ელემენტების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 1-ელი ივლისიდან. 

აღნიშნული დადგენილების მიზანია განისაზღვროს შენობის, შენობის ნაწილების ან შენობის ელემენტების ენერგეტიკული მახასიათებლებისა და შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების და მათი მონტაჟის მიმართ მინიმალური მოთხოვნები, იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება ხარჯეფექტური. ეს კი, ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას შენობაში გათვალისწინებული კლიმატური პირობების  შესანარჩუნებლად და სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად.

ამოქმედების პროცესი ხორციელდება ორ ფაზად, რაც გარდამავალ ეტაპზე გულისხმობს ვალდებულების გავრცელებას მხოლოდ ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტებზე. მას შემდეგ, რაც შენობების სერტიფიცირების სისტემა დაინერგება აღნიშნული მოთხოვნები, ასევე, შეეხება მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში ყველა არსებულ შენობას და არსებული შენობის ნაწილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. 

2023 წლის 1-ელი ივლისიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შენობა აკმაყოფილებდეს №354-ე დადგენილებით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. იმისათვის, რომ შენობის დაპროექტების ეტაპზე სწრაფად და მოქნილად მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ეროვნული პროგრამა, სადაც შენობის მონაცემების შეყვანის საფუძველზე გამომუშავდება შესაბამისობის დეკლარაცია. პროგრამა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://geecb.ge/ 

საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ასევე, შესაძლებელია ექსპერტის მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექსპერტებისთვის:

1. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

  • არქიტექტურა;
  • მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია;
  • მშენებლობის ინჟინერია;
  • სამოქალაქო ინჟინერია.

2. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს პირველ პუნქტში მითითებულ განათლებასთან უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება შემდეგი ხანგრძლივობით:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - კვალიფიკაციის შესაბამისი გამოცდილების სულ მცირე 2 წელი;
  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი - კვალიფიკაციის შესაბამისი გამოცდილების სულ მცირე 1 წელი;
  • სხვა უმაღლესი აკადემიური განათლება, რაც არ არის ნახსენები პირველ პუნქტში - ენერგოეფექტურობის მიმართულებით გამოცდილების სულ მცირე 5 წელი.

3. პირველ პუნქტში მითითებული განათლების მოთხოვნა შეიძლება ჩანაცვლდეს იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია სხვა უმაღლესი აკადემიური განათლება და ქვემოთ მითითებულ ერთ-ერთ ან რამდენიმე სფეროში აქვს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება:

  • შენობების დიზაინი;
  • ტექნიკური გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების დიზაინი, მონტაჟი ან მოვლა;
  • სამშენებლო მოედნის მენეჯმენტი;
  • უძრავი ქონების შეფასება;
  • კადასტრის აზომვა;
  • შენობებისთვის ენერგეტიკული გადაჭრის დიზაინი;
  • ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის განხორციელება;
  • ნერგომენეჯმენტი.

გთხოვთ, 30 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი და, ასევე, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატები, ლიცენზიები, ხელშეკრულებები ან სხვა ოფიციალური დოკუმენტები შემდეგ ელ-მისამართზე: gesrp@moesd.gov.ge

 

 


 

ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების შეღწევადობა ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში


დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©