განაცხადის მიღება შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი ექსპერტების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ექსპერტების მიღებას, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე. მას შემდეგ, რაც ექსპერტები შეირჩევიან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება საჯაროდ ხელმისაწვდომი ექსპერტების სია (შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი ექსპერტების სია). დაინტერესებული პირები კი შეძლებენ სიიდან მათთვის სასურველ ექსპერტს დაუკავშირდნენ, რომლებიც შემდგომში შესაბამისობის დეკლარაციის შევსებას უზრუნველყოფენ.
მოგეხსენებათ, ევროპარლამენტისა და საბჭოს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ 2010 წლის 19 მაისის 2010/31/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს სავალდებულო ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების შემუშავება და მიღება განსაზღვრულია „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონით.
2021 წელს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის №354-ე დადგენილება „შენობების, შენობების ნაწილების და შენობების ელემენტების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 1-ელი ივლისიდან.
აღნიშნული დადგენილების მიზანია განისაზღვროს შენობის, შენობის ნაწილების ან შენობის ელემენტების ენერგეტიკული მახასიათებლებისა და შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების და მათი მონტაჟის მიმართ მინიმალური მოთხოვნები, იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება ხარჯეფექტური. ეს კი, ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას შენობაში გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესანარჩუნებლად და სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად.
ამოქმედების პროცესი ხორციელდება ორ ფაზად, რაც გარდამავალ ეტაპზე გულისხმობს ვალდებულების გავრცელებას მხოლოდ ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტებზე. მას შემდეგ, რაც შენობების სერტიფიცირების სისტემა დაინერგება აღნიშნული მოთხოვნები, ასევე, შეეხება მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში ყველა არსებულ შენობას და არსებული შენობის ნაწილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება.
2023 წლის 1-ელი ივლისიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შენობა აკმაყოფილებდეს №354-ე დადგენილებით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. იმისათვის, რომ შენობის დაპროექტების ეტაპზე სწრაფად და მოქნილად მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ეროვნული პროგრამა, სადაც შენობის მონაცემების შეყვანის საფუძველზე გამომუშავდება შესაბამისობის დეკლარაცია. პროგრამა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://geecb.ge/
საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ასევე, შესაძლებელია ექსპერტის მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადების საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექსპერტებისთვის:
1. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:
2. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს პირველ პუნქტში მითითებულ განათლებასთან უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება შემდეგი ხანგრძლივობით:
3. პირველ პუნქტში მითითებული განათლების მოთხოვნა შეიძლება ჩანაცვლდეს იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია სხვა უმაღლესი აკადემიური განათლება და ქვემოთ მითითებულ ერთ-ერთ ან რამდენიმე სფეროში აქვს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება:
გთხოვთ, 18 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი და, ასევე, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატები, ლიცენზიები, ხელშეკრულებები ან სხვა ოფიციალური დოკუმენტები შემდეგ ელ-მისამართზე: gesrp@moesd.gov.ge
სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა
დამგეგმავი ორგანო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: საქართველოს ტერიტორია
სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.
წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით, მისამართზე:
ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6,
ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჰიდროენერგეტიკის განვითარების მეცნიერებათა მაგისტრის სტიპენდიის პროგრამა
ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას. სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში.
სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან.
საქართველო და ნორვეგია - ორი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა
საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 80 პროცენტის დაკმაყოფილება ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით ხორციელდება. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკანასკნელ წლებში. ამ ეტაპზე საქართველოში დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზეა როგორც დიდი რეზერვუარის მქონე, ასევე პატარა ზომის ჰიდროელექტროსადგურები.
ნორვეგიას თავის მხრივ დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სფეროში. ჰესებიდან მიღებული ელექტროენერგია ნორვეგიის ელექტროსისტემის მომარაგების ძირითადი წყაროა. ნორვეგიაში ფუნქციონირებს 1660 ჰიდროელექტროსადგური, რაც შეადგენს 31 837-მგვტ-ს ან მთლიანი სიმძლავრის 96%-ს. ნორვეგიამ და NTNU–მ კომპეტენცია აიმაღლეს საერთაშორისო დონეზე ჰიდროელექტროსადგურების ეკოლოგიურად განვითარებისა და ექსპლუატაციის ფარგლებში.
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) სამაგისტრო პროგრამების სწავლება სრულად ხორციელდება ინგლისურ ენაზე. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ორ აკადემიურ წელიწადს (4 სემესტრს) და შედგება 120 ECTS კრედიტისგან. პროგრამა ღია არის, როგორც საერთაშორისო, ისე ნორვეგიელი სტუდენტებისთვის.
ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამას მართავს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის დეპარტამენტი. სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პროგრამას, მომავალში შეძლებენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის მხარდაჭერას ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით მოცემულ დარგებში: სამოქალაქო და სატრანსპორტო სექტორის ინჟინერია; სტრუქტურული ინჟინერია; წყლისა და ნარჩენი წყლების ინჟინერია; ჰიდრავლიკური ინჟინერია.
პროგრამის კომპონენტები
სწავლების პირველი წელი მოიცავს ფუნდამენტური კურსების სერიას და ფართო ჯგუფურ პროექტებს, სადაც სტუდენტები გამოიყენებენ წარსულში მიღებულ ცოდნას, ისევე როგორც სხვა კურსებიდან დაგროვილ გამოცდილებას ნორვეგიის მდინარეთა სისტემაში სხვადასხვა განვითარების ალტერნატიული მოდელების მიზანშეწონილობის შეისწავლის გზით. ეს გულისხმობს იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ტექნიკის, გარემოსა და ეკონომიკის სინთეზის/გაერთიანების საშუალებით.
მეორე და დამამთავრებელი წელი შედგება საშემოდგომო, ოთხი სავალდებულო და მოწინავე კურსებისგან, ხოლო სრული საგაზაფხულო სემესტრი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.
მიღებული ცოდნის შედეგები:
სამუშაო პერსპექტივები ჰიდროენერგეტიკის განვითარების მაგისტრის ხარისხით
ჰიდროენერგეტიკაში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, თქვენ მოგეცემათ საინტერესო პერსპექტივა საქართველოში ინჟინრის კარიერის გასანვითარებლად.
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU)
NTNU საერთაშორისო ორიენტირის მქონე უნივერსიტეტია, რომლის სათაო ოფისი ნორვეგიის ცენტრში, ტრონჰეიმში მდებარეობს.
NTNU ნორვეგიის უდიდესი უნივერსიტეტია, 40 000-ზე მეტი სტუდენტით. დაახლოებით 5000-მდე თანამშრომელი ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში, კვლევებსა და სხვადასხვა აკადემიურ პოზიციებში, რომელთაგან 42 პროცენტზე მეტს ქალები შეადგენენ, ხოლო 30 პროცენტზე მეტს საერთაშორისო კადრები წარმოადგენენ. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირები აქვს SINTEF და R&D ორგანიზაციებთან, სადაც 1800 ადამიანია დასაქმებული.
NTNU-ს მთავარ პროფილურ მიმართულებას წარმოადგენს მეცნიერება და ტექნოლოგიები, მრავალფეროვანი პროფესიული სწავლება და დიდი აკადემიური მოცულობა, კერძოდ: ჰუმანიტარულ მეცნიერებები, სოციალურ მეცნიერებები, ეკონომიკა, მედიცინა, ჯანმრთელობის მეცნიერებები, საგანმანათლებლო მეცნიერებები, არქიტექტურა, მეწარმეობა, სამხატვრო დარგები და მხატვრული საქმიანობა.
ქალაქი ტრონჰეიმი
ქალაქი ტრონჰეიმი ფართოდ არის ცნობილი სტუდენტებსა და აკადემიურ წრეებში, იგი რეგულარულად იმსახურებს ნორვეგიაში საუკეთესო სტუდენტური ქალაქის სტატუსს.
ტრონჰეიმს აქვს, როგორც მაღალგანვითარებული ურბანული ინფრასტრუქტურა, ასევე მრავალი ტურისტული ღირშესანიშნაობა. ზაფხულობით თქვენ შეძლებთ, ითევზაოთ ორაგულზე, ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში. ასევე ქალაქთან შორიახლოს არის შესანიშნავი სათხილამურო და საფეხმავლო ბილიკები, სადაც შესაძლებელია მოხვდეთ ტრამვაის საშუალებით, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს.
სტიპენდიები
სტიპენდიები დაფარავს:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა გქონდეთ:
4. ინგლისური ენის დონე (იხილეთ ქვემოთ).
ინგლისური ენის ცოდნა
სტუდენტები, რომლებიც NTNU–ს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადს შეავსებენ, უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი ინგლისური ენის მინიმუმ ერთ მოთხოვნას მაინც.
NTNU–ში განაცხადის წარმოდგენის მომენტიდან, ინგლისურენოვანი ტესტირებიდან გასული უნდა იყოს, არაუმეტეს ორი წლისა. ეს გულისხმობს, რომ განაცხადის წარმოდგენის თარიღისთვის, ორ წელზე ადრე ჩაბარებული ტესტები არ განიხილება. გამონაკლისს წარმოადგენს კემბრიჯის ტესტები: CAE, First Certificate or Certificate of Proficiency., მოცემული სერტიფიკატებისთვის, ზემოხსენებული ვადა არ მოქმედებს.
განაცხადის მისაღებად ქვემოთმოყვანილ ჩამონათვალში უნდა გქონდეთ მინიმუმ ერთი რეკვიზიტი მაინც:
მინიმუმ 90 ქულა ინტერნეტ ტესტში.
მინიმუმ 600 ქულა წერით (ფურცელზე) ტესტში.
აკადემიური ტესტი, რომლის მინიმალური ჯამური ქულა არის 6.5
პირველი სერთიფიკატი ინგლისურში-სერტიფიკატი მოწინავე ინგლისურში-სერტიფიკატი პროფესიონალურ ინგლისურში
First Certificate in English - Certificate in Advanced English - Certificate of Proficiency in English
როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და თქვენი კვალიფიკაციის წინასწარ გადასამოწმებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ რომელიმე საკონტაქტო პირს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აპლიკაცია უნდა იქნას წარმოდგენილი ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) 1 დეკემბრამდე, პროგრამის დაწყებამდე ერთი წლით ადრე აგვისტოში.
მას შემდეგ, რაც სტიპენდიაზე განაცხადი დამტკიცდება NTNU–ს მიერ, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს NVE–ს.
საკონტაქტო პირები
თუ გსურთ, მიიღოთ მოწვევა საინფორმაციო ციფრულ შეხვედრაზე, გთხოვთ, აცნობოთ Arne Søiland-ს (NVE), შემდეგ მისამართზე: arso@nve.no, (თარიღი არ არის გადაწყვეტილი).
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70