საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025−2030 წლების სტრატეგია

 

 

საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025−2030 წლების სტრატეგია  

 

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის №49 დადგენილებით დამტკიცდა "საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025–2030 წლების სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2025−2027 წლების სამოქმედო გეგმა".

სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, „მსოფლიო ბანკის“ ტექნიკური დახმარების ფარგლებში, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად. 

სტრატეგიის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს როგორც „სამთავრობო პროგრამა 2025-2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, „ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ და ევროკავშირის 2023 და 2024 წლის შეფასებები. 

დოკუმენტის შემუშავების პერიოდში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საჯარო უწყებების ჩართულობით. ამასთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან ჩატარდა ინტერვიუები საქართველოში ციფრული ეკონომიკის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სტრატეგიული განვითარების პოტენციური სფეროების განსაზღვრის მიზნით.

„საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების 2025-2030 წლების სტრატეგიით“ განისაზღვრა საქართველოში ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების სწრაფი ტემპებით განვითარების პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს და აღნიშნულის მისაღწევად უკეთესი საკოორდინაციო მექანიზმს. ამასთან, განისაზღვრა ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარების სამომავლო ხედვა და გამოწვევების დაძლევის გზები ფართოზოლოვანი ციფრული კავშირის, ციფრული სერვისების და სანდო ინფრასტრუქტურის, ციფრული მეწარმეობის, საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის  და ინოვაციების, ციფრული ფინანსური სერვისების, ციფრული უნარების განვითარების, ციფრული ინკლუზიის უზრუნველყოფის, ციფრული ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებებით, რათა მომდევნო წლების განმავლობაში დაჩქარდეს ქვეყნის შემდგომი ციფრული ტრანსფორმაცია. ჯამში, სტრატეგიით განისაზღვრა ხუთი პრიორიტეტი, ხუთი  მიზანი და ცხრა ამოცანა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა

 

 

"საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025–2030 წლების სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების 2025−2027 წლების სამოქმედო გეგმა

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

საერთაშორისო და დარგობრივი შეთანხმებები

დარგობრივი შეთანხმებები:

  • „შეთანხმება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საინფორმაციო მრეწველობის სამინისტროს შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინოვაციისა და ტექნოლოგიების ფედერალურ სამინისტროს შორის ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე და ეფექტურ ადმინისტრირებაში თანამშრომლობის შესახებ"
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი "საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროს შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ’’

საერთაშორისო შეთანხმებები:

  • ხელშეკრულება "საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’;
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "შეთანხმება “საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ”
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შრის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო გზავნილებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის დარგში’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ელექტრო და საფოსტო კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების დარგში თანამშრომლობის თაობაზე“
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი "საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’


მიმდინარე შეთანხმებები:

  • მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები ინდოეთთან, პოლონეთთან, ლიტვასთან, ჩეხეთთან და ბელარუსთან. 

საერთაშორისო რეიტინგები

  • მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის საინფორმაციო ტექნოლოგიების გლობალურ ანგარიშში ქსელური მზადყოფნის (NRI) ინდექსში საქართველო 139 ქვეყანას შორის 58-ე ადგილზეა, მან სარეიტინგო სიაში 2012 წელთან შედარებით 30 ადგილით წინ გადაინაცვლა;
  • ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი - 72 (175 ქვეყნიდან), 2010 წელთან შედარებით საქართველომ 2016 წლის რეიტინგში 13 ადგილით წინ წაიწია;
  • ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) და ბიზნეს ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (INSEAD) მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ გლობალური ინოვაციების რეიტინგში (GII) - 64 (128 ქვეყნიდან), 2015 წელთან შედარებით საქართველომ 2016 წლის რეიტინგში 9 ადგილით წინ წაიწია; ხოლო 2010 წელთან შედარებით 20 ადგილით.