მეწარმე სუბიექტებმა, სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდებიდან (www.economy.ge) უნდა ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - construction@moesd.gov.ge; ხოლო ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე - build@tbilisi.gov.ge.
სარეგისტრაციო ფორმაში მათ უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტ(ებ)ის შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამუშაოების გაგრძელება.
გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტებმა უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე.
ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი, მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის (საქმიანობის თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში განხორციელების შემთხვევაში) შესაბამისი სამსახურები.
წესების და რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ეკონომიკურ სუბიექტზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70