„რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები წელსაც, ტრადიციულად, დედაქალაქის გარდა, რამდენიმე ლოკაციაზე იყვნენ წარმოდგენილები საქართველოს რეგიონებში- ამბროლაურში, მესტიაში, ახალციხეში, თელავში, ფოთში, გორსა და ზუგდიდში.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ენერგეტიკის, ტურიზმის, მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, საზღვაო, საავიაციო, ფოსტის თემატიკაზე შექმნილი კონცეფციები, პავილიონები, სადაც აღნიშნულ სექტორებში არსებული მიღწევები, სხვადასხვა პროექტების ვიზუალები, აღწერილობა, ისტორია და სამომავლო გეგმები იყო წარმოდგენილი.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუკუნეების განმავლობაში საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ახლა სუვერენული ქვეყანაა. თუმცა, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებას, ასევე მის შენარჩუნებას და სწორად მართვას სჭირდება დიდი ძალისხმევა:
„დამოუკიდებლობის დღე არის ეროვნული დღესასწაული, გამორჩეული სხვა დღესასწაულებს შორის, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია დღევანდელი დღის თემატიკა - რაც გვიყვარს, რაც გვეამაყება, ის გვაერთიანებს და მხოლოდ ერთობლიობით შეიძლება გავუფრთხილდეთ ამ დიდ მონაპოვარს. საქართველო ახლა, ვიდრე ოდესმე ისტორიის მანძილზე, ყველაზე ახლოსაა სტრატეგიულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციაშიც ასახა - გახდეს ევროკავშირის წევრი.
ბრძოლით მოიპოვება დამოუკიდებლობა და ბრძოლითვე ხდება მისი შენარჩუნება, თავდაცვისუნარიანობასთან ერთად, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა მიმართულება იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და სუვერენიტეტი იყოს მტკიცე.
ევროპასთან ურთიერთობას აქვს ორი მდგენელი - პოლიტიკური და ეკონომიკური. პოლიტიკურთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ კუთხით ჩვენი სამინისტრო პასუხისმგებელია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისისუფალი ვაჭრობის აღსრულების შეთანხმებაზე, კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებას. ამ კუთხით საქართველო, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - მართლაც ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ევროპულ პოლიტიკასთან ეკონომიკური მიმართულებით, საქართველომ ამ მხრივ აჩვენა განსაკუთრებული პროგრესი. ეს იყო კიდეც ევროკავშირის წევრობის და ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი პირობა, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ვფიქრობ, ეკონომიკურ მომენტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გაწევრიანებისთვისაც ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას ექნება ძალიან დიდი როლი“.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70