საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სკოპინგის დასკვნა

 

 

საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სკოპინგის ანგარიში


სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: საქართველოს ტერიტორია

სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების    მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით, მისამართზე:

ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, 

ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების შეღწევადობა ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში
ჰიდროენერგეტიკის განვითარების მეცნიერებათა მაგისტრის სტიპენდიის პროგრამა

ჰიდროენერგეტიკის განვითარების მეცნიერებათა მაგისტრის სტიპენდიის პროგრამა

ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას. სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში.

სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან.

 

საქართველო და ნორვეგია - ორი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა

საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 80 პროცენტის დაკმაყოფილება  ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით ხორციელდება. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკანასკნელ წლებში. ამ ეტაპზე საქართველოში დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზეა როგორც დიდი რეზერვუარის მქონე, ასევე პატარა ზომის ჰიდროელექტროსადგურები.

ნორვეგიას თავის მხრივ დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სფეროში. ჰესებიდან მიღებული ელექტროენერგია ნორვეგიის ელექტროსისტემის მომარაგების ძირითადი წყაროა. ნორვეგიაში ფუნქციონირებს 1660 ჰიდროელექტროსადგური, რაც შეადგენს 31 837-მგვტ-ს ან მთლიანი სიმძლავრის 96%-ს. ნორვეგიამ და NTNU–მ კომპეტენცია აიმაღლეს საერთაშორისო დონეზე ჰიდროელექტროსადგურების ეკოლოგიურად განვითარებისა და ექსპლუატაციის ფარგლებში.

 

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) სამაგისტრო პროგრამების სწავლება სრულად ხორციელდება ინგლისურ ენაზე. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს   ორ აკადემიურ წელიწადს (4 სემესტრს) და შედგება 120 ECTS კრედიტისგან. პროგრამა ღია არის, როგორც საერთაშორისო, ისე ნორვეგიელი სტუდენტებისთვის.

ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამას  მართავს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის დეპარტამენტი. სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პროგრამას, მომავალში შეძლებენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის მხარდაჭერას ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით მოცემულ დარგებში: სამოქალაქო და სატრანსპორტო სექტორის ინჟინერია; სტრუქტურული ინჟინერია; წყლისა და ნარჩენი წყლების ინჟინერია; ჰიდრავლიკური ინჟინერია.

 

პროგრამის კომპონენტები

სწავლების პირველი წელი მოიცავს ფუნდამენტური კურსების სერიას და  ფართო ჯგუფურ პროექტებს, სადაც სტუდენტები გამოიყენებენ წარსულში მიღებულ ცოდნას, ისევე როგორც სხვა კურსებიდან დაგროვილ გამოცდილებას ნორვეგიის მდინარეთა სისტემაში სხვადასხვა განვითარების ალტერნატიული მოდელების მიზანშეწონილობის შეისწავლის გზით. ეს გულისხმობს იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ტექნიკის, გარემოსა და ეკონომიკის სინთეზის/გაერთიანების საშუალებით.

მეორე და დამამთავრებელი წელი შედგება საშემოდგომო, ოთხი  სავალდებულო და მოწინავე კურსებისგან, ხოლო სრული საგაზაფხულო სემესტრი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.

 

მიღებული ცოდნის შედეგები:

  • ფართო საბაზისო ცოდნა მათემატიკაში, მეცნიერებაში, ტექნიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში;
  • ფართო საინჟინრო და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში;
  • მიღებული ცოდნა  არჩეულ სოციალურ მეცნიერებაში, ჰუმანიტარულ და სხვა არა ტექნიკურ დისციპლინებში, რომლებიც შესაბამისობაშია საინჟინრო პროფესიის განხორციელებასთან;
  • ინჟინრის როლის გაგება ყოვლისმომცველ საზოგადოებრივ პერსპექტივაში, ეთიკურ მოთხოვნილებებში მიღებული ცოდნა და ასევე მდგრადი განვითარების ხაზგასმა;
  • კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი ინტერდისციპლინარულ ინჟინრულ პრობლემებსა და გადაჭრის საკითხებთან მიმართებაში;
  • შესაძლებლობების და შეზღუდვების გაცნობიერება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენების დროს, იურიდიული და საზოგადოებრივი ასპექტების გათვალისწინებით;
  • თანამშრომლებისთვის ლიდერობის და მოტივაციის ამაღლების უნარი. მათ შორის, საკუთარი პროფესიის საერთაშორისო პერსპექტივის და საერთაშორისო ორიენტაციისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება.

 

სამუშაო პერსპექტივები ჰიდროენერგეტიკის განვითარების მაგისტრის ხარისხით

ჰიდროენერგეტიკაში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, თქვენ მოგეცემათ საინტერესო პერსპექტივა საქართველოში ინჟინრის კარიერის გასანვითარებლად. 

  • კონსულტაციების გაწევა საინჟინრო კომპანიებისთვის;
  • კონტრაქტორები;
  • წყლისა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლობები;
  • დეველოპერები;
  • ელექტროენერგეტიკული და კომუნალური კომპანიები

 

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) 

NTNU  საერთაშორისო ორიენტირის მქონე უნივერსიტეტია, რომლის სათაო ოფისი  ნორვეგიის ცენტრში, ტრონჰეიმში მდებარეობს.

NTNU ნორვეგიის უდიდესი უნივერსიტეტია, 40 000-ზე მეტი სტუდენტით. დაახლოებით 5000-მდე თანამშრომელი ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში, კვლევებსა და სხვადასხვა აკადემიურ პოზიციებში, რომელთაგან 42 პროცენტზე მეტს  ქალები შეადგენენ, ხოლო 30 პროცენტზე მეტს საერთაშორისო კადრები წარმოადგენენ. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირები აქვს SINTEF და R&D ორგანიზაციებთან, სადაც 1800 ადამიანია დასაქმებული. 

NTNU-ს მთავარ პროფილურ მიმართულებას წარმოადგენს მეცნიერება და ტექნოლოგიები, მრავალფეროვანი პროფესიული სწავლება და დიდი აკადემიური მოცულობა, კერძოდ: ჰუმანიტარულ მეცნიერებები, სოციალურ მეცნიერებები, ეკონომიკა, მედიცინა, ჯანმრთელობის მეცნიერებები, საგანმანათლებლო მეცნიერებები, არქიტექტურა, მეწარმეობა, სამხატვრო დარგები და მხატვრული საქმიანობა.

 

ქალაქი ტრონჰეიმი

ქალაქი ტრონჰეიმი ფართოდ არის ცნობილი სტუდენტებსა და აკადემიურ წრეებში, იგი რეგულარულად იმსახურებს ნორვეგიაში საუკეთესო სტუდენტური ქალაქის სტატუსს.

ტრონჰეიმს აქვს, როგორც მაღალგანვითარებული ურბანული ინფრასტრუქტურა, ასევე მრავალი ტურისტული ღირშესანიშნაობა. ზაფხულობით თქვენ შეძლებთ, ითევზაოთ ორაგულზე, ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში. ასევე  ქალაქთან შორიახლოს არის შესანიშნავი სათხილამურო და  საფეხმავლო ბილიკები, სადაც შესაძლებელია მოხვდეთ ტრამვაის საშუალებით, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს.

 

სტიპენდიები

სტიპენდიები დაფარავს:

  • ნორვეგიაში ცხოვრების ხარჯების დასაფარად დაწესებულ მინიმალურ აუცილებელ ხარჯს. მოცემული თანხა დადგენილია ნორვეგიის საემიგრაციო ორგანოების მიერ და ექვემდებარება ყოველწლიურ კორექტირებას.  სტიპენდიის ოდენობა შესაბამისად დარეგულირდება;
  • მგზავრობის ორმხრივ ხარჯებს ნორვეგიაში; 
  • ნორვეგიის ვიზაზე და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის საფასურის ანაზღაურებას;
  • სტიპენდიის პერიოდის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება პერსონალური, ლეპტოპის ტიპის კომპიუტერი;
  • სემესტრულ გადასახადს სტუდენტურ ორგანიზაციაში ჩასარიცხად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა გქონდეთ:

  1. მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო, ჰიდრავლიკურ ან წყლის რესურსების ინჟინერიაში ან ექვივალენტი. ხარისხი უნდა იყოს მოპოვებული სემესტრის დაწყებამდე NTNU– ში აგვისტოს თვეში
  2. მინიმუმ 30 ECTS მათემატიკაში/სტატისტიკაში საბაკალავრო ნიშნების ფურცელში, სტატისტიკის მინიმუმ ერთი კურსის ჩათვლით
  3. მაღალი დონის აკადემიური მოსწრება: პროგრამაში მოხვედრის  მინიმალური ზღვარია C ან უფრო მაღალი ხარისხის ECTS.  NTNU აკონვერტირებს GPA-ს სხვა ქვეყნებიდან და უსადაგებს საკუთარ სისტემას, ამ შეფასების საფუძველზე სტუდენტები შესაბამისად განლაგდებიან სარეიტინგო სიაში. NTNU–ს არ აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს სტუდენტის საშუალო ქულა ოფიციალური განაცხადისა და დოკუმენტაციის  მიღებამდე, შესაბამისად აღნიშნული არ ითვლება სავალდებულოდ

4.    ინგლისური ენის დონე (იხილეთ ქვემოთ).

 

ინგლისური ენის ცოდნა

სტუდენტები, რომლებიც NTNU–ს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადს შეავსებენ, უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი ინგლისური ენის მინიმუმ ერთ მოთხოვნას მაინც.

NTNU–ში განაცხადის წარმოდგენის მომენტიდან, ინგლისურენოვანი ტესტირებიდან  გასული უნდა იყოს, არაუმეტეს ორი წლისა. ეს გულისხმობს, რომ განაცხადის წარმოდგენის თარიღისთვის, ორ წელზე ადრე ჩაბარებული ტესტები არ განიხილება. გამონაკლისს წარმოადგენს კემბრიჯის ტესტები: CAE, First Certificate or Certificate of Proficiency., მოცემული სერტიფიკატებისთვის, ზემოხსენებული ვადა არ მოქმედებს.

განაცხადის მისაღებად ქვემოთმოყვანილ ჩამონათვალში უნდა გქონდეთ მინიმუმ ერთი რეკვიზიტი მაინც:

  • TOEFL (Test of English as a Foreign Language):

მინიმუმ 90 ქულა ინტერნეტ ტესტში.  
მინიმუმ 600 ქულა წერით (ფურცელზე) ტესტში.

  • IELTS (International English Language Testing Service) 

აკადემიური ტესტი, რომლის მინიმალური ჯამური ქულა არის 6.5

  • University of Cambridge tests, მინიმუმ ერთი: 

პირველი სერთიფიკატი ინგლისურში-სერტიფიკატი მოწინავე ინგლისურში-სერტიფიკატი პროფესიონალურ ინგლისურში

First Certificate in English - Certificate in Advanced English - Certificate of Proficiency in English

  • Pearson’s Academic English test (PTE): აკადემიური  მაჩვენებელი მინიმუმ  62 ქულით.


 

როგორ გავაკეთოთ განაცხადი?

დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და თქვენი კვალიფიკაციის წინასწარ გადასამოწმებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ რომელიმე საკონტაქტო პირს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აპლიკაცია უნდა იქნას წარმოდგენილი ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) 1 დეკემბრამდე, პროგრამის დაწყებამდე ერთი წლით ადრე აგვისტოში.

მას შემდეგ, რაც სტიპენდიაზე განაცხადი დამტკიცდება NTNU–ს მიერ, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს  NVE–ს.

 

საკონტაქტო პირები 

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ომარ წერეთელი, ნიკოლოზ  ლეკიაშვილი, მარიამ ალელიშვილი: omarmemo1991@gmail.com, nlekiashvili3@gmail.com, malelishvili@moesd.gov.ge
  •  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: პაატა ცინცაძე, p.tsintsadze@gtu.ge
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: მურმან მარგველაშვილი,  murman.margvelashvili@iliauni.edu.ge
  •  ნორვეგიის სამეფოს საელჩო თბილისში: დავით მაღრაძე, David.Magradze@mfa.no
  • ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატი: ქალბატონი ქირსთენ ვინჰერ ვესთგაარდი (Kirsten Winther Westgaard), kwe@nve.no
  • ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: სტუდენტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის განყოფილება: admissions@st.ntnu.no

თუ გსურთ, მიიღოთ მოწვევა საინფორმაციო ციფრულ შეხვედრაზე, გთხოვთ, აცნობოთ Arne Søiland-ს (NVE), შემდეგ მისამართზე: arso@nve.no, (თარიღი არ არის გადაწყვეტილი).

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამის შესახებ

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა  ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის  ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამის შესახებ

 

შეხვედრის თარიღი: 19:00,  5 ოქტომბერი (სამშაბათი), 2021 წელი

 

შეხვედრაზე დასწრება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.


შეხვედრაზე დასასწრები ბმული :

https://us06web.zoom.us/j/87652430481
 


შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის  დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას. სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში. სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან. 


მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს :

 Read more about the scholarships (Georgian)
 Read more about the scholarships (English)
 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:  Arne Søiland, NVE 
Email: arso@nve.no, Tel: +47 40 21 01 50, WhatsApp: +47 40 21 01 50


შეხვედრის დღის წესრიგი

 

 



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©