- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი ფუნქციები:
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება
- კაპიტალის ბაზრის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
- დაგროვებითი და ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემების განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
- სადაზღვევო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა.
საკანონმდებლო და ანალიტიკური საქმიანობა
- კაპიტალის ბაზრის, საპენსიო სისტემისა და სადაზღვევო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, მისი სრყლყოფის მიზნით განვითარების საჭიროებების, გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება;
- შესაბამის სფეროებში არსებული პრობლემების, რისკების, განვითარების შესაძლებლობებისა ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზი, შესაბამისი პრევენციული და განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა;
- საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და საქართველოს კანონმდებლობასა და პოლიტიკაში მისი ასახვის ხელშეწყობა;
- შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება, მომზადება, წარდგენა, არგუმენტირება, მიღების პროცესის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის უზრუნველყოფა.
ბაზრების განვითარების ხელშეწყობა
- კაპიტალის ბაზრის განვითარება ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის, ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ინსტიტუციური და საცალო ინვესტორების ბაზის გაფართოებითა და ეკონომიკის დაფინანსების მექანიზმების განვითარების გზით;
- დაგროვებითი და ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემების განვითარება გრძელვადიანი დანაზოგების მობილიზების, დივერსიფიცირებული ინვესტირების პრინციპების დანერგვისა და საპენსიო დანაზოგების ეფექტიანი მართვის ხელშეწყობის გზით;
- სადაზღვევო სექტორის განვითარება სავალდებულოდ დასაზღვევი რისკების იდენტიფიცირების, სადაზღვევო პროდუქტების, მათ შორის სიცოცხლის დაზღვევის, განვითარებისა და დაზღვევის ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობის გზით;
- კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
- გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მობილიზებისა და კერძო სექტორის დაფინანსების მექანიზმების განვითარების მხარდაჭერა, კაპიტალის სწორი რეალოკაციის მიზნით;
- ფინანსური ინსტრუმენტების, კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურისა და ორგანიზებული ბაზრების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის:
- საინვესტიციო ფონდების (კერძო კაპიტალი, ვენჩურული კაპიტალი, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები) განვითარება;
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიკვიდობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
- სასაქონლო ბირჟებისა და ორგანიზებული ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობა;
- ფაქტორინგის, სეკიურიტიზაციისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება;
- სექტორში კონკურენტული გარემოს გაძლიერების მიზნით ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა;
- კაპიტალის ბაზრის, საპენსიო სისტემებისა და სადაზღვევო სექტორის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებისა და ინიციატივების შემუშავება და განხორციელება.
თანამშრომლობა და კოორდინაცია
- კაპიტალის ბაზრის, საპენსიო სისტემებსა და სადაზღვევო სექტორში არსებულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ეფექტიანი ფორმით რეაგირება, მათ შორის, რეგულარური შეხვედრების ორგანიზებით;
- კაპიტალის ბაზრის, საპენსიო სისტემისა და სადაზღვევო სექტორის მონაწილეებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, აკადემიურ წრეებთან და დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობა;
- საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან, საქართველოს საპენსიო ფონდთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია;
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების კოორდინაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია
გიორგი გურგენიძე
კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: ggurgenidze@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 10 05
----------------------------------------------------------------------------------------------------